- ივნისი 08, 2026
ლანჩხუთში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
- ნოემბერი 18, 2021
- , პოლიტიკა
ლანჩხუთში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, რომ გარდაცვლილი 1956 წელს დაბადებული ქალბატონია. "გარდაიცვალა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი. კლინიკაში მკურნალობდა",_ ამბობს მენაღარიშვილი. სულ ლანჩხუთში კოვიდგარდაცვალების 60 შემთხვევაა დაფიქსირებული.