- ივნისი 08, 2026
ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევები მატულობს
- ივლისი 12, 2022
- , პოლიტიკა
ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ "გურია ნიუსს"ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. "არის შემთხვევების საგრძნობი მატება. შედარებისთვის რომ ვთქვათ, მთელი ივნისის მანძილზე იყო 8 დადებითი შემთხვევა, ახლა დღიურად დასტურდება ინფიცირების 8-9 ახალი შემთხვევა. მსუბუქად მიმდინარე შტამი არის, მაგრამ რომ ვაკვირდებით ინფიცირებულები უმეტესად ბავშვევი არიან",_ ამბობს ნატო მენაღარიშვილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ლანჩხუთში, სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 10895 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10778 პაციენტი, გარდაცვლილია 83. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 34 შემთხვევა.