- ივნისი 08, 2026
ლანჩხუთში ინფიცირების აქტიური შემთხვევა არ არის
- ივნისი 07, 2022
- , პოლიტიკა
ლანჩხუთში ამ დროისთვის ინფიცირების არცერთი აქტიური შემთხვევა არ არის. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. "დღეს ვნახოთ რა იქნება. გასულ კვირას იყო ინფიცირების 2 აქტიური შემთხვევა, დღეისთვის არცერთი არ გვაქვს",_ განაცხადა მენაღარიშვილმა. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლანჩხუთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია კორონავირუსის 10847 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10764, გარდაცვლილია 83 პაციენტი.