- ივნისი 08, 2026
ლანჩხუთში ინფიცირების 34 შემთხვევა დადასტურდა
- აგვისტო 04, 2021
- , პოლიტიკა
ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. „ძირითადად, ინფიცირების შემთხვევების 80% ძველი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა. ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 2585 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2291 ადამიანი, გარდაცვლილია 40. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 254 შემთხვევა. [sexy_author_bio]