შაბათი, ივლისი 18, 2026

ლანჩხუთის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება _ ნახეთ დეტალურად


ლანჩხუთის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება _ ნახეთ დეტალურად

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2024 წლის 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ15-კმ32 მონაკვეთის გავლით, _ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია