შაბათი, ივლისი 18, 2026

ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა


ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახლადრეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა გახსნეს. სკოლა გათვლილია 800 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება, რომელიც სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” განახორციელა, 8 მილიონ ლარს შეადგენს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია