შაბათი, ივლისი 18, 2026

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ,,თევზის ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მდინარე სუფსაზე ნავით გაესეირნათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თევზის ნაირსახეობა, გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადებისა და ასევე, სპინინგით თევზჭერის მასტერკლასს. ღონისძიება ბენდ „mix2ra“-ს კონცერტით დასრულდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია