- ივნისი 08, 2026
ლანჩხუთელი მოსწავლეების ანასტასია დოლიძისა და გიორგი აფხაზავას სასკოლო იდეამ 1000 ევროს გრანტი მოიპოვა
- თებერვალი 07, 2025
- , პოლიტიკა
გურიის მასშტაბით CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით ჩატარებულ სასკოლო იდეების კონკურსში, რომელიც ევროკავშირისა და გერმანული ფონდის Brot Fur Die Welt- ის მხარდაჭერით განხორციელდა, ლანჩხუთის ორმა საჯარო სკოლამ მოიპოვა დაფინანსება. ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის, მაი ჯიმშელეიშვილის ინფორმაციით, მე-10 კლასის მოსწავლეების ანასტასია დოლიძისა და გიორგი აფხაზავას სასკოლო იდეამ 1000 ევროს გრანტი მოიპოვა. „ჩვენი სკოლის სიამაყე მოსწავლეები ხართ თქვენ, გილოცავთ, ჩემო ჭკვიანებო“- დაწერა სოციალურ ქსელში მაია ჯიმშელეიშვილმა. 1000 ევროს გრანტი დაიმსახურა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების _ დავით ჭყონიას, მარიანა გოროზიასა და სალომე ფირცხალაიშვილის სასკოლო იდეამაც. „დიდი მადლობა პროექტის წარმდგენ მოსწავლეთა გუნდს და ქალბატონ თამარ ჩიჩუას, თანამშრომლობისა და უდიდესი თანადგომისთვის“ -წერია პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდზე.