- ივნისი 08, 2026
ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა
- მაისი 08, 2024
- , პოლიტიკა
ლანჩხუთელ მასწავლებელზე ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ 4 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ პედაგოგს თავს 5 მაისს დაესხნენ. რუსული კანონის გაპროტესტების გამო, მისი დაშინება, სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების მძღოლს, კობა ფიფიაშვილს, დაავალა.