შაბათი, ივლისი 18, 2026

ლადო აფხაზავა: თავდამსხმელები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჩემს მიმართ


ლადო აფხაზავა: თავდამსხმელები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჩემს მიმართ

ლანჩხუთში მასწავლებელი ლადო აფხაზავა სცემეს. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მასზე თავდასხმა საღამოს 7 საათზე მოხდა მის საცხოვრებელ სახლთან. „ქუჩაში ვიყავი ჩემს შვილობილთან ერთად. ორმა მამაკაცმა დანახვისთანავე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. თავდამსხმელები აგრესიულად იყვნენ ჩემს მიმართ განწყობილი. შენ ნაციონალო და ქვეყნის მტეროო, მომმართავდნენ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მოდის იქედან, რომ აქციებზე დავდივარ და ჩემს პოზიციას ღიად ვაფიქსირებ სოციალურ ქსელში. ორივე მათგანი თავს დამესხა. საფეთქლის არეში მაქვს დაზიანება. უკვე საქმის გამოძიება დაიწყეს სამართალდამცავებმა. კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ ორივე მათგანი ნასვამი იყო,“_ გვითხრა ლადო აფხაზავამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია