- ივნისი 08, 2026
კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების რისკს არ ზრდის
- ივლისი 28, 2021
- , პოლიტიკა
ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზა სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების რისკს არ ზრდის. აღნიშნულს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ცხადყოფს. კვლევის შედეგების თანახმად, თრომბოციტოპენიის სინდრომით თრომბოზის სავარაუდო მაჩვენებელი ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ მილიონ ვაქცინირებულზე 2.3-ს შეადგენდა, რაც არავაქცინირებულ ადამიანებში არსებული მაჩვენებლის მსგავსია. შედარებისთვის, ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 8.1-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის მარტიდან ევროკავშირის მარეგულირებელი თრომბოციტოპენიის სინდრომით თრომბოზის შემთხვევებს სწავლობს და AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებთან შესაძლო კავშირი დაადგინა. ამასთან, ევროპის წამლის სააგენტო აღნიშნავს, რომ ორივე ვაქცინის სარგებელი აღემატება მათ მიერ წარმოქმნილ შესაძლო რისკებს.