შაბათი, ივლისი 18, 2026

„ყველი და რძის ნაწარმი გაიაფდა, მოასწარით ყიდვა“: დილის ფრაზები ოზურგეთის ბაზარში


„ყველი და რძის ნაწარმი გაიაფდა, მოასწარით ყიდვა“: დილის ფრაზები ოზურგეთის ბაზარში

დღეს, დილიდან, ოზურგეთის ბაზარში, ასევე ღია სავაჭრო ადგილებში, ერთი კილოგრამი ყველი 8 ლარი ღირს. ხოლო, ადრიანად დახვდები სოფლიდან ჩამოსულ სარეისო ავტობუს, ერთ კილოგრამს 7 ლარადაც იყიდი. იმ ფონზე, როცა საახალწლოდ 16 ლარი ღირდა ერთი კილოგრამი ყველი, ხოლო სააღდგომოდ 12 ლარიდან 15 ლარამდე მერყეობდა, შედარებით, ფასი ნამდვილად ხელმისაწვდომია. -ყველი გაიაფდა. მოასწარით ყიდვა, რძის ფასიც ნაკლებია. ყველი ახლა იყიდეთ და შეინახეთ, თორემ გაიაფების სეზონია, ბალახი ბევრია და მეწველი ფურიც. მალე, მთაში რომ გარეკავენ პირუტყვს, საბალახოებზე, მერე ნახეთ, _ დილის ფრთიანი ფრაზები ისმის ოზურგეთის ბაზარში. -პაწე ტალახიანი კარტოფილია, მარა ერთი კილოგრამი 4 ლარი ღირს, ამ ტალახზე ეტყობა, რომ ჩვენებურია, დაუბანელი, - ხუმრობენ აგრარული კულტურების გამყიდველები. ერთი ლიტრი რძე 1,50 -2 ლარი ღირს, რაც ერთი ლარით ნაკლებია აქამდე არსებულ ფასთან შედარებით. ასევე შედარებით გაიაფდა სოფლის ქათმის კვერცხი. საშუალოდ , ერთი ცალი 35-40 თეთრი ღირს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია