შაბათი, ივლისი 18, 2026

ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის „ევერესტის“ გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“


ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის „ევერესტის“ გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ოლიმპიადა ევერესტის მხარდამჭერია. წელს, ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ: ნიკოლოზ ხატისაშვილი, ქ. მცხეთის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე; ნიკოლოზ შამუგია, ქ. თბილისის N126 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე. შეგახსენებთ, რომ წელს ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე 14 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. ტესტი კი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ წერა. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია