- ივნისი 08, 2026
ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში – შავ ზღვაზე ისევ 8 ბალიანი ქარიშხალია
- ნოემბერი 28, 2023
- , პოლიტიკა
ყველაზე ძლიერი შტორმი ბოლო 100 წლის განმავლობაში. შავ ზღვაზე ისევ 8 ბალიანი ქარიშხალია. სტიქიამ დააზიანა ინფრასტრუქტურა ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ანაკლიაში. დაზიანებულია საფეხმავლო ბილიკები, ქვაფენილი, სკამები და სეზონურად მომუშავე კაფე-ბარები. დატბორილია ქუჩები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. შტორმის შედეგად გამორიყულმა მასამ სანიაღვრე გასასვლელების პარალიზება გამოიწვია. შტორმის გამო ვერ ტარდება ინტენსიური სამუშაოები.