შაბათი, ივლისი 18, 2026

კრიშტიანო რონალდო გინესის წიგნში – FORBES-მა მისი მილიონები დაითვალა


კრიშტიანო რონალდო გინესის წიგნში – FORBES-მა მისი მილიონები დაითვალა

პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გინესის წიგნში მოხვდა. ამის საფუძველი ის შემოსავალია, რომელიც მან წლის განმავლობაში მიიღო. Forbes-ის გამოთვლებით, 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე პერიოდში რონალდომ ხელფასის, საპრიზოების, ბონუსების, სპონსორებისგან მიღებული და სხვადასხვა კომერციულ პროექტებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხების სახით 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (დათვლილია გადასახადების გამოკლებამდე). ცხადია, კრიშტიანოს ანაზღაურების ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული მის საუდის არაბეთის კლუბ ალ ნასრში ტრანსფერთან. ცნობისთვის, 2022 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ლიონელ მესი იყო, რომელმაც 130 მილიონი დოლარი მიიღო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია