- ივნისი 08, 2026
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები ლანჩხუთში
- სექტემბერი 19, 2021
- , პოლიტიკა
ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. „შაბათ-კვირის მაჩვენებელი ყოველთვის დაბალია, მაგრამ ცოტა კლება წინა დღეების განმავლობაშიც შეინიშნებოდა, ორშაბათს თუ არ ჩავთვლით. ორშაბათს ყოველთვის დიდი რიცხვი გვაქვს“,_ ამბობს მენაღარიშვილი. სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3540 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3205 პაციენტი, გარდაცვლილია 51. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 284 შემთხვევა. [sexy_author_bio]