შაბათი, ივლისი 18, 2026

„კორპუსი ჩამონგრეულა და ნანი ნანგრევებში მოყოლილა“


„კორპუსი ჩამონგრეულა და ნანი ნანგრევებში მოყოლილა“

როგორც უკვე ვწერდით, თურქეთში მიწისძვრას ქართველი ემიგრანტი, 65 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც „გურია ნიუსს“ გარდაცვლილის, ნანი ზარანდიას ახლობელი უყვება, ის ნანგრევებში მოჰყვა. „თავზარდაცემულები ვართ. როგორც ვიცით, კორპუსი ჩამონგრეულა და ნანი ნანგრევებში მოყოლილა. ის წლების განმავლობაში იყო ემიგრაციაში“,- აცხადებს ახლობელი. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხდება სენაკელი ქალის ცხედრის გადმოსვენება სამშობლოში. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია