შაბათი, ივლისი 18, 2026

კორონავირუსს გურიაში კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა


კორონავირუსს გურიაში კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა

ოზურგეთში კოვიდინფიცირებით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ სამივე გარდაცვლილი ასაკოვანი ადამიანია. "ერთი ქალაქის მაცხოვრებელი ქალბატონია, ორი გარდაცვლილი კი სოფელ გურიანთას მცხოვრები მამაკაცი",_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში. სულ ოზურგეთში ინფიცირების შედეგად 96 ადამიანია გარდაცვლილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია