შაბათი, ივლისი 18, 2026

კორონავირუსს ჩოხატაურში კიდევ 1 ადამიანი ემსხვერპლა


კორონავირუსს ჩოხატაურში კიდევ 1 ადამიანი ემსხვერპლა

ჩოხატაურში კოვიდგარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "გურია ნიუსს" ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა, გარდაცვლილი დიდი ვანის მცხოვრები ქალბატონია. ის სამკურნალოდ ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი. სულ ჩოხატაურში კოვიდინფიცირების შედეგად 64 პაციენტია გარდაცვლილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია