- ივნისი 08, 2026
კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა
- იანვარი 05, 2022
- , პოლიტიკა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსს 4 თვის ჩვილი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, ოთხ იანვარს მოხდა. ბოლო 6 დღეში კლინიკაში ვირუსით ორი ჩვილი გარდაიცვალა. საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი. გარდა ამისა, ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის 159 შემთხვევა დადასტურდა.