- ივნისი 08, 2026
კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, საქართველო “ლიდერობს“ _ კოვიდსტატისტიკა სამხრეთ კავკასიაში
- ივლისი 22, 2021
- , პოლიტიკა
Jam.news-ის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მიხედვით, საქართველო უპირობოდ “ლიდერობს“. 21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში 2 415 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, სომხეთში _ 220, ხოლო აზერბაიჯანში - 255 შემთხვევა. 21 ივლისს, საქართველოს 26 მოქალაქე ჰყავდა გარდაცვლილი, სომხეთს _ 1 და აზერბაიჯანს ასევე 1. 21 ივლისის მონაცემებით, სულ გარაცვლილთა სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასეთია: საქართველო _ 5 618; სომხეთი _ 4 573; აზერბაიჯანი _ 4 992 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამურად: საქართველო _ 393 360; სომხეთი _ 227 936; აზერბაიჯანი _ 338 438.