შაბათი, ივლისი 18, 2026

„კონფლიქტური სიტუაცია“


„კონფლიქტური სიტუაცია“

ერთხელ მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდა. „მეუღლემ დამირეკა, - ბავშვები შენ გამოიყვანე ბაღიდანო (ტყუპი გოგონები მყავს). მივედი ბაღში. - ჩემი შვილები უნდა წავიყვანო სახლში, - ვუთხარი მასწავლებელს. - ამოირჩიეთ, რომლებია, - ჩავვარდი საგონებელში. - აი, ის ორი - დავადგი თვალი, ძალიან რომლებიც მომეწონა იმათ. - თქვენია? - დაეჭვდა მასწავლებელი. - საკუთარი, - არ გავიტეხე იხტიბარი. - თქვენი მამააა? - შეეკითხა მასწავლებელი ბავშვებს. - ალლლააა!! - იღრიალეს ბავშვებმა. - თქვენი არაა! - არა! - გაკაპასდა მასწავლებელი. მოკლედ, ჩემ ცოლს დაურეკეს და ძლივს გაგვატანეს ბავშვები. საქმე ის იყო, რომ როლში წვერი მქონდა და იმ დილით გავიპარსე. ასეც ხდება, ვერ მიცნეს შვილებმა.“



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია