- ივნისი 08, 2026
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება
- ნოემბერი 12, 2020
- , პოლიტიკა
კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, პროგრამა მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე შეტანილია. „ფარავს 4 თვეს - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. შესაბამისად, იმ წელს ეს იქნება საკომპენსაციო პაკეტებში. სხვა სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, - განაცხადა მინისტრმა.