შაბათი, ივლისი 18, 2026

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს


კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" რეგისტრაციის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას. საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია