შაბათი, ივლისი 18, 2026

კომიტეტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა


კომიტეტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა. "საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონის სათაურსა და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა" იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით". როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კანონში ქალისა და მამაკაცის თანასწორობა განმარტებული იქნება, როგორც ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს",_ ნათქვამია პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია