- ივნისი 08, 2026
კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, ხმაურით დაიწყო
- აპრილი 15, 2024
- , პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, ხმაურით დაიწყო, _იუწყება imedinews.ge. ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებამ გამოიწვია. მან კანონპროექტს რუსული უწოდა, რასაც უმრავლესობის წევრები შეეწინააღმდეგნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან.