- ივნისი 08, 2026
კობახიძე: სხვანაირად გაიგეთ, საუბარია, რომ ბერაიას ყველგან დახვდა აქუბარდიას ნალაპარაკები
- ნოემბერი 01, 2023
- , პოლიტიკა
"თქვენ მე მგონი, რაღაცა სხვანაირად გაიგეთ, თქვენ მიანიჭეთ კონკრეტულ ფრაზას ის მნიშვნელობა, რომელიც მას არ აქვს, _ ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე დეპუტატებს _ ირაკლი ბერაიასა და თეონა აქუბარდიას შორის დაპირისპირებას. "სინამდვილეში საუბარი იყო რაზე - სადაც კი წავიდა ირაკლი ბერაია, ყველგან დახვდა ამ ადამიანის ნალაპარაკები, ნალაპარაკები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თქვენ გაიგეთ ეს ფრაზა სხვანაირად, არ ვიცი მე, რატომ გაიგეთ ასე", _ თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის სხდომაზე დაპირისპირება იყო ოცნების დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის. დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. " მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". _ თქვა ბერაიამ.