- ივნისი 08, 2026
კობახიძე: იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს
- აპრილი 02, 2025
- , პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში. „საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარმატებებს ვუსურვებ გრიგოლ ლილუაშვილს, ანრი ოხანაშვილს და პაატა სალიას ახალ თანამდებობებზე", - განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით პრემიერ-მინისტრმა