შაბათი, ივლისი 18, 2026

ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა


ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

ახალციხის სოფელ წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი, 60 წლამდე კაცი, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში აცხადებენ, ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, _ ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მამაკაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა. დადასტურებიდან ორ დღეში, პირველ ივნისს პაციენტი გარდაიცვალა. 3 ივნისის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყირიმ–კონგოს ცხელებით სამცხე–ჯავახეთში რვა ადამიანი დაავადდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია