- ივნისი 08, 2026
კიევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
- აპრილი 29, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა რაკეტამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სართულები გაანადგურა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა თავდასხმა რაკეტების გამოყენებით განახორციელა.