- ივნისი 08, 2026
კიევში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა
- აგვისტო 04, 2021
- , პოლიტიკა
მამაკაცი, რომელიც კიევში მთავრობის სახლში შეიჭრა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას. პოლიცია მასთან მოლაპარაკებებს ერთ საათზე მეტხანს აწარმოებდა. ჯერჯერობით, უცნობია, რას ითხოვდა შეიარაღებული პირი. აღნიშნული ინციდენტის გამო, უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ვეტერანია. [sexy_author_bio]