შაბათი, ივლისი 18, 2026

კესარია აბრამიძე დაკრძალეს


კესარია აბრამიძე დაკრძალეს

დღეს მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. შეგახსენებთ, რომ კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია