შაბათი, ივლისი 18, 2026

კელი დეგნანი: თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო გზავნილი, ეს იქნება ძალადობისკენ მოწოდება


კელი დეგნანი: თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო გზავნილი, ეს იქნება ძალადობისკენ მოწოდება

„თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები, მკაფიო გზავნილები იმის შესახებ, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს კიდევ მეტი ძალადობისკენ წახალისება იქნება”, _ ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას. მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია. „თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები, მკაფიო გზავნილები იმის შესახებ, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს კიდევ მეტი ძალადობისკენ წახალისება იქნება. იმ მოქალაქეებისთვის დაცული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა“, _ აცხადებს კელი დეგნანი. ავტორი: მერაბ ცაავა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია