შაბათი, ივლისი 18, 2026

კახეთში ტყე იწვის


კახეთში ტყე იწვის

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ტყის ქვედა საფარს, ხმელ ფოთოლსა და ბალახს უკიდია. ხანძრის კერა ალპურ ზონაში გაჩნდა და რელიეფიდან გამომდინარე ადგილზე მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მათი თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოები დილით, გამთენიისას დაიწყება. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წყარო: მთავარიტვ



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია