შაბათი, ივლისი 18, 2026

კახა კალაძე: ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ


კახა კალაძე: ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, "საახალწლო სოფელში" შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ,_ ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. "საახალწლო სოფელში" უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია