შაბათი, ივლისი 18, 2026

კარგია თუ არა დღის საათებში ძილი


კარგია თუ არა დღის საათებში ძილი

დღის საათებში ცოტა ხნით, 30 წუთით წათვლემა ძალიან არ ჩაგაძინებთ, ძალებს აღგიდგენთ და რეჟიმსაც არ დაგირღვევთ. დღის ძილი ვერ აგინაზღაურებთ ღამის ძილის დაკლებულ საათებს, მაგრამ ხასიათს გამოგისწორებთ და უფრო ნაყოფიერად შეძლებთ მუშაობას. აჯობებს, თუ ღამით დაიძინებთ კარგად, მაგრამ თუ სხვა გზა არ გაქვთ და დღის განმავლობაში გიწევთ წათვლემა, მაშინ კარგი იქნება, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ: შეარჩიეთ განსაზღვრული დრო შუადღის ძილისთვის. დააყენეთ მაღვიძარა, რომ დიდ ხანს არ ჩაგეძინოთ. გადადეთ მობილური, გამოიყენეთ საძილე ნიღაბი (იმისთვის, რომ სიბნელის ეფექტი შეიქმნას) და გააგრილეთ ოთახი. როცა გაიღვიძებთ, დაიბანეთ სახე ცივი წყლით და რამდენიმე ვარჯიში გააკეთეთ გამოსაფხიზლებლად.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია