შაბათი, ივლისი 18, 2026

კანონპროექტი საჩუქარია რუსეთისთვის და არ გადაკვეთოთ წითელი ხაზი – გერმანელი დეპუტატი


კანონპროექტი საჩუქარია რუსეთისთვის და არ გადაკვეთოთ წითელი ხაზი – გერმანელი დეპუტატი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ გადაკვეთონ წითელი ხაზები და არ მიიღონ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენების აგენტების" შესახებ. აღნიშნულის შესახებ გერმანელი დეპუტატი Twitter-ზე წერს. მაიკლ როთის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მიზანმიმართული საჩუქარია რუსეთისთვის. ,,ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელო! ძალიან შეშფოთებულები ვართ "უცხოური აგენტების" შესახებ ინიცირებული კანონპროექტით საქართველოში. ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე, მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა ქართველი ხალხის ევროკავშირის არჩევანისთვის. არ გადაკვეთო წითელი ხაზი, ძვირფასო საქართველოს პარლამენტო", - წერს გერმანელი დეპუტატი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია