შაბათი, ივლისი 18, 2026

კანონის ძალაში შესვლის ფონზე, EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს” _ სტანო


კანონის ძალაში შესვლის ფონზე, EU საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს” _ სტანო

"[რუსული] კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს", - ამის შესახებ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური "საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სერიოზულად შეშფოთებული რჩება". მისი თქმით, [რუსული] კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკანგადადგმული ნაბიჯია. სტანო ამბობს, რომ ევროკავშირმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონტაქტები მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე შეამცირა. "[საქართველოს] მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ", - თქვა მან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია