- ივნისი 08, 2026
კანადის ახალი პრემიერი” „არსებობს ვიღაცა, რომელიც ცდილობს, დაასუსტოს ჩვენი ეკონომიკა”
- მარტი 10, 2025
- , პოლიტიკა
ახალბედა პოლიტიკოსმა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარკ კარნიმ კანადის მმართველი პარტიის _ ლიბერალური პარტიის არჩევნებში გაიმარჯვა და ის ჯასტინ ტრიუდოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის, _ იუწყება Reuters. 59 წლის კარნიმ ამომრჩეველთა ხმების 86 პროცენტი მიიღო. ხელისუფლებაში მისი მოსვლა იმ სავაჭრო ომს დაემთხვა, რომელის აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას გამოუცხადა. კარნის თქმით, კანადა არ მისცემს უფლებას ტრამპს, დაასუსტოს ქვეყნის ეკონომიკა: „არსებობს ვიღაცა, რომელიც ცდილობს, დაასუსტოს ჩვენი ეკონომიკა. ის თავს ესხმის კანადელ ხალხს, ოჯახებს, ბიზნესს. ჩვენ არ მივცემთ მას უფლებას, მიაღწიოს წარმატებას“, _ თქვა კარნიმ. ჯასტინ ტრიუდო, რომელიც იანვარში გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს: „არ დაუშვათ შეცდომები _ ეს ერის განმსაზღვრელი მომენტია“, _ თქვა ყოფილმა პრემიერმა.