შაბათი, ივლისი 18, 2026

კაცს ნადირობის დროს თოფიდან ტყვია გაუვარდა და თანმხლები პირი მოკლა


კაცს ნადირობის დროს თოფიდან ტყვია გაუვარდა და თანმხლები პირი მოკლა

ახალგაზრდა კაცს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და თანმხლები პირი მოკლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში იმ დროს მოხდა, როცა ისინი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია