- ივნისი 08, 2026
კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
- თებერვალი 01, 2025
- , პოლიტიკა
44 წლის კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს შენობის ეზოში თვითდაზიანება მიიყენა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს: "44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", _ ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 44 წლის კაცმა კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის დევნილი იყო და საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვდა.