- ივნისი 08, 2026
ჯუმათში რეკრუტები ფიცს დებენ
- მაისი 26, 2023
- , პოლიტიკა
წელს პირველად, რეკრუტები, ღვთისა და ერის წინაშე ფიცს ყველა რეგიონში დებენ. ფიცის დადების ცერემონიები გაიმართა გურიაშიც, კერძოდ, ჯუმათში. "მთების იმ ხედს, ჯუმათიდან რომ იშლება, არაფერი შეედრება: ჩრდილოეთით გადაჭიმულია კავკასიონის მთების მთავარი ჯაჭვი, რომლის ყოველი ყინულოვანი მწვერვალი მკაფიოდ იხატება ლაჟვარდ ცაზე; ამ მთებს შორის მდებარეობს ენგურის, ხობის, რიონისა და წყალწითელას მდიდარი ველები; აღმოსავლეთით ქართლ-იმერეთის ქედია აღმართული, სამხრეთით - თოვლით დაფარული აჭარა-ახალციხის მთები, რომლებიც კედელს უქმნის გურიის მობიბინე მდელოებს; ქვემოთ მოჩანს ბათუმის ყურე და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ტრაპიზონამდე გრძელდება ეს მშვენიერი სანაპირო; დასავლეთით შორეულ ბურუსში ინთქმება შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო თავისი ყურეებით. კარგად ჩანს ფოთიც, რომელიც პალიასტომის ტბის ნაპირზე მდებარეობს",_ მარჯორი უორდროპის ეს სიტყვები მოიყვანეს ფიცის დადების მთავარ ცერემონიაზე, დედაქალაქში.