შაბათი, ივლისი 18, 2026

ჯუმათის მოსახლეობა აქციას მართავს _ მოსახლეობამ გზა გადაკეტა


ჯუმათის მოსახლეობა აქციას მართავს _ მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში აქცია იმართება. ადგილობრივები გაზიფიცირების და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ გზა გადაკეტეს. ჯუმათელების თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად, ხელისუფლება მათზე არ ფიქრობს: _ დიდი ხანია ადგილობრივ ხელისუფლებას ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას ვთხოვთ, თუმცა, უშედეგოდ. სხვა გზა არ დაგვიტოვეს და ამიტომ გამოვედით ქუჩაში, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ადგილობრივები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია