შაბათი, ივლისი 18, 2026

ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს


ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ე. და ამავე წელს დაბადებული ლ.ა., ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, ღამის საათებში რაფაელ აგლაძის ქუჩის მიმდებარედ, ლ.ა.-ს, ლ.ე.-ს, 2001 წელს დაბადებულ ნ.ც.-სა და 1993 წელს დაბადებულ ო.მ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი და სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დააკავეს, ხოლო ნ.ც.-ს ადგილსმაყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს",_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია