- ივნისი 08, 2026
„ჯეკაა! ჯეკაა!“
- აგვისტო 17, 2024
- , პოლიტიკა
მსახიობი გიგოლა თალაკვაძე ერთხელ არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ერთ წარმოდგენაში, სცენარის მიხედვით, ძაღლი დამეკარგება და ვარ დამწუხრებული, მაგრამ ბოლოს ეს დამგლოვიარებული, ძაღლდაკარგული ვჯდები სკამზე და ვყვირი, - ჯეკაა! ჯეკაა! ამ წრუპუნ-წრუპუნში ვარ და ზურგზე ბიძგი ვიგრძენი, მოვიხედე და ძაღლი! ნამდვილი მონადირე ძაღლი. - ვაი, დედა! – ვიღრიალე შეშინებულმა. - უიო! – იქით ძაღლს შეეშინდა და კულისებში კისრისტეხით გავარდა. მაყურებლები კინაღამ სკამებიდან გადმოცვივდნენ, არის პარტერში ხარხარ-გნიასი. თურმე, ნადირობის მოტრფიალე ერთ ჩვენი მსახიობი სანადიროდ ყოფილა და სპექტაკლზე რომ აგვიანდებოდა, იქიდანვე მოსულა თეატრში ძაღლიან-ნანადირევიანად. იმ ძაღლსაც ჯეკა რქმევია, დავუძახე და ისიც მოვიდა. ჯეკას ძაღლის ბედი ჰქონია. როლისთვის მსახიობები თავს იკლავენ და იმან მომენტში დაიადა როლი დიდ სცენაზე”.