შაბათი, ივლისი 18, 2026

„ჯეკაა! ჯეკაა!“


„ჯეკაა! ჯეკაა!“

მსახიობი გიგოლა თალაკვაძე ერთხელ არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ერთ წარმოდგენაში, სცენარის მიხედვით, ძაღლი დამეკარგება და ვარ დამწუხრებული, მაგრამ ბოლოს ეს დამგლოვიარებული, ძაღლდაკარგული ვჯდები სკამზე და ვყვირი, - ჯეკაა! ჯეკაა! ამ წრუპუნ-წრუპუნში ვარ და ზურგზე ბიძგი ვიგრძენი, მოვიხედე და ძაღლი! ნამდვილი მონადირე ძაღლი. - ვაი, დედა! – ვიღრიალე შეშინებულმა. - უიო! – იქით ძაღლს შეეშინდა და კულისებში კისრისტეხით გავარდა. მაყურებლები კინაღამ სკამებიდან გადმოცვივდნენ, არის პარტერში ხარხარ-გნიასი. თურმე, ნადირობის მოტრფიალე ერთ ჩვენი მსახიობი სანადიროდ ყოფილა და სპექტაკლზე რომ აგვიანდებოდა, იქიდანვე მოსულა თეატრში ძაღლიან-ნანადირევიანად. იმ ძაღლსაც ჯეკა რქმევია, დავუძახე და ისიც მოვიდა. ჯეკას ძაღლის ბედი ჰქონია. როლისთვის მსახიობები თავს იკლავენ და იმან მომენტში დაიადა როლი დიდ სცენაზე”. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია