შაბათი, ივლისი 18, 2026

იური ლომაძე მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებას მოეხსნა


იური ლომაძე მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებას მოეხსნა

იური ლომაძე, ექიმისა და მწვრთნელების გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშებას მოეხსნა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, რომელსაც 77 კგ წონით კატეგორიაში, ბელგრადში დებიუტი ჰქონდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს. სპორტსმენს ბარძაყის თითისტარა კუნთის ნაწილობრივი დაზიანება აქვს, ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად, ნაკრების ექიმ-რეაბილიტოლოგმა, ლაშა ღონღაძემ და მწვრთნელებმა, ერთობლივი კონსულტაციით გადაწყვიტეს, რომ ლომაძემ ასპარეზობა აღარ გააგრძელოს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია