- ივნისი 08, 2026
იუკნევიჩიენე: ევროკაშირმა ივანიშვილს რეჟიმს მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
- ივნისი 18, 2025
- , პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ x-ზე წერს, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის რეჟიმს მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს. "ივანიშვილის რეჟიმმა სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყალბი სასამართლო ბრძანებებით, შეუსრულებელ მოთხოვნებს უყენებენ - ეს კრემლის სტილის ნაბიჯია. ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით",_ წერს რასა იუკნევიჩიენე. Ivanishvili’s regime launched a full-scale legal assault on ????????'s civil society. @ekagigauri_ @EVGENIDZENINO @ketikhut NGOs are hit with impossible demands under bogus court orders - a Kremlin-style move. EU must respond with tough sanctions ASAP. @eucopresident @vonderleyen https://t.co/B9uLeSSLna pic.twitter.com/pxULskkeen — Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) June 18, 2025