შაბათი, ივლისი 18, 2026

იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს


იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადების ბრალდებით 19 ქართველი ქალი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით დაკავებები უდინეს პროკურატურის მიერ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ნაწილია. გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩატარდა. უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წარადგენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ძირითადად სლოვაკეთის, პოლონეთის და ლიეტუვის პირადობის მოწმობებით. ამგვარად ისინი მუშაობის უფლებას იღებდნენ და სარგებლობდნენ ევროკავშირის მოქალაქეების იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით. გამომძიებლები ვარაუდობენ კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაციის არსებობას, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით, 600 ევროს გადახდის შემდეგ მყიდველებს აწვდის. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძინა ყალბი დოკუმენტები. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ქართველებს ქვეყნიდან გააძევებენ. წყარო: რადიო თავისუფლება



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია