შაბათი, ივლისი 18, 2026

ისწავლე ამერიკაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით – დაესწარი ვებინარს და განათლების გზაზე არ გაჩერდე


ისწავლე ამერიკაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით – დაესწარი ვებინარს და განათლების გზაზე არ გაჩერდე

იმ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სურთ, შესაძლებლობა აქვთ, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება. 30 მაისს, 19:00 საათზე დაესწარით ვებინარს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკის Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატები და გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი საკუთარ გამოცდილებებსა და რჩევებს გაგიზიარებენ. ვებინარის ფარგლებში: გაიგებთ როგორ ისწავლოთ ამერიკაში სრული დაფინანსებით; დეტალურად გაეცნობით პროგრამაში მონაწილეობის ყველა ეტაპს; მიიღებთ აპლიკაციის შევსებისთვის მნიშვნელოვან რჩევებს. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. * შეხვედრის ბმულს ვებინარის დაწყებამდე 15 წუთით ადრე რეგისტრაციის გავლის დროს გამოყენებულ მეილზე მიიღებთ. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 აგვისტომდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა უკვე 15-მა ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია